CCNA FAQ

December 6, 2009

უკვე კაი ხანია რაც CCNA-ს ბუმია ქართულ IT სფეროში. ის უკვე სტანდარტი გახდა ყველასათვის. დამსაქმებლები ითხოვენ მას, დასაქმებულები კი ცდილობენ მოიპოვონ იგი. ხალხი დარწმუნებულია, რომ CCNA მათ სამსახურის შოვნაში დაეხმარება და თვლიან რომ იგი აუცილებელი ატრიბუტია IT კარიერაში. ფაქტია რომ დღეს ცისკოს სპეციალისტებს მაღალ ანაზღაურებადი სამსახურები აქვთ და ამიტომაც გასაგებია ხალხის ლტოლვა ამ სერთიფიკატისადმი. მაგრამ ეს არ არის ყოველთვის მიზეზი. CCNA -ს დღეს იღებენ არამარტო ისინი, ვისაც ცისკოს სამყაროში სურს მოღვაწეობა, არამედ ჩვენს საზოგადოებაში ამითი იზომება იცის თუ არა ამა თუ იმ პიროვნებამ “კომპიუტერი”.

ბევრი საშუალება არსებობს CCNA მოპოვების. ნაწილი ცდილობს სახლში ნასწავლი მასალით ჩააბაროს გამოცდა, ვისაც ამისათვის ფინანსები არ ენანება – კურსებზე დადის. ზოგი ცოდნით აბარებს გამოცდას, ზოგიც ე.წ. braindump -ებს იზეპირებს და რეალურად მასალას არ ფლობს. მოკლედ CCNA ხალხი ძალიან მომრავლდა და მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.

ცოტამ თუ იცის რას წარმოადგენს რეალურად ეს მაგიური 4 ასო – CCNA და რაში სჭირდებათ ის. ალბათ ხშირად შეგხვედრიათ შემდეგი ფრაზები ფორუმებზე ან სხვა საზოგადოების ვირტუალური თავშეყრის ადგილებზე:

“ბრაცი, ccna სწავლა მინდა და დამეხმარეთ რა”.

ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა  CCNA FAQ, სადაც მოკლედ(მოკლედ იმიტომ, რომ ბევრის კითხვა არავის უყვარს 😉 )  მაგრამ სრულად შევეცდები პასუხები გავცე საჭირო და საინტერესო შეკითხვებს.

– რა არის ცისკო?

cisco systems წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელური და საკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელს მსოფლიოში. საქართველოში არსებული ციფრული ქსელების აბსოლიტური უმრავლესობა დაფუძნებულია სწორედ ცისკოზე, სწორედ ამიტომ არის ასეთი პოპულარული ეს ბრენდი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ცისკოს ტექნიკა არის საკმაოდ ძვირი და იგი ფაქტიურად მიუწვდომელია ფართო საზოგადოებისთვის. ამის გამო რთული ხდება ცისკოს აპარატურასთან მუშაობის სწავლა, რადგან პრაქტიკული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში.

– მაინც რა ტექნიკას აწარმოებს ცისკო?

ცისკოს ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის Routing & Switching. იგი აწარმოებს მრავალი სახის კორპორატიულ სვიჩებს და როუტერებს. (სხვა ტექნიკას შეგნებულად არ დავასახელებ რადგან არ ეხება CCNA-ს)

– რა არის  CCNA?

CCNA იშიფრება როგორც Cisco Certified Network Assosiate. ცისკოს აქვს მრავალი სერთიფიკატი, სისიენეი კი წარმოადგენს ერთ-ერთ მათგანს – ყველაზე დაბალ დონეს, თუმცა არც თუ ისე დიდი ხანია სისიენეიზე უფრო დაბალი დონეც არსებობს – CCENT, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს თავის მხრივ ნახევარ სისიენეის.

– რას მოიცავს CCNA და რა გვეცოდინება სერთიფიკატის აღების შემდეგ

გვეცოდინება, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერული ქსელი, რა აპარატურაა საჭირო ამისთვის, რა განსხვავებაა მათ შორის და რომელს რა დანიშნულება აქვს, ზოგადად როგორი არის და უნდა იყოს ქსელი მოწყობილი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ცისკოს თვალით დანახული. ისწავლით რა განსხვავებაა ჰაბს, სვიჩსა და როუტერს შორის, რა არის IP მისამართი და რატო აქვს ასეთი ფორმა, ასევე ქსელის პროტოკოლებს საწყის დონეზე, ისეთებს როგორიცა IP,TCP,UDP,EIGRP,OSPF etc… პრაკტიკულად გვეცოდინება ცისკოს როუტერების და სვიჩების კონფიგურაცია და ქსელთან არსებული პრობლემების აღმოფხვრა. უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ (დოკუმენტის სანახავად საჭიროა რეგისტირებული იყოთ Cisco Learning Network -ში )

– როგორ გავხდეთ CCNA?

იმისათვის რომ გავხდეთ CCNA, საჭიროა ჩავაბაროთ ორი გამოცდა ცალ-ცალკე 640-822 ICND1 და 640-816 ICND2 ან პირდაპირ 640-802 CCNA. ფასების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ არ არის განსხვავება ამ ორ მეთოდს შორის. თითო ICND გამოცდა $125 ღირს, ხოლო CCNA $250. მასალის ათვისების და დამუშავების თვალსაზრისით ალბათ ჯობია გავყოთ მაინც ორად ჩვენი სანუკვარი სერთიფიკატი, და უფრო ადვილად მოვერევით. თუმცა ეს გემოვნების ამბავია, რადგან ძირითადად ხალხი ერთიან CCNA გამოცდას ამჯობინებს. გამოცდა არის 90 წუთიანი და ბარდება VUE -ს ავტორიზებულ ცენტრებში. თბილისში რამოდენიმე ცენტრი მოქმედებს, რომლებიც შეგიძლიათ მოიძიოთ VUE -ს გვერდზე.

– სასწავლო მასალა და საშუალებები

უამრავი ინგლისურენოვანი(მკაცრად რეკომენდებულია) მასალა არსებობს იმისათვის რომ მოვემზადოთ გამოცდისთვის. დავიწყოთ წიგნებით. აქ ძირითადად არჩევანი გვაქვს ცისკოს ოფიციალური საგამომცემლო – ciscopress -სის წიგნებსა და საქართველოში დიდად მოწონებულ და დაფასებულ Sybex -ის გამოცემულ წიგნს შორის Todd Lammle -ს ავტორობით. განსხვავება ის არის, რომ ciscopress -ის წიგნები დაწერილია ოფიციალური სახით, სრული სერიოზულობით და მაქსიმალურად ტექნიკური ენით,რის გამოც ცოტათი მშრალი და მოსაწყენია. ცოტა მეტი ნებისყოფაა საჭირო მათ წიგნებზე კონცენტრირებისთვის ვიდრე Todd Lammle -ს წიგნი, რომელიც არის უფრო მეგობრული, მსუბუქი და ადვილად იკითხება.

ცისცოპრესს აქვს ორი ძირითადი სერია წიგნებისა, Self Study Guide და  Exam Certification guide. სახელწოდებებიდან მივხვდებით რომ პირველი წარმოადგენს ნულიდან სასწავლო მასალას, როდესაც ვემზადებით სახლში ჩვენთვის მასწავლებლის და კურსის გარეშე. გვსურს ავითვისოთ მასალა სრულად და მზად ვიყოთ გამოცდაზე გასასვლელად. რაც შეეხება მეორეს, ასევე სახელი მიგვითითებს რომ ეს წიგნი გამიზნულია ზუსტად გამოცდისის ჩასაბარებლად და წარმოადგენს ოფიციალურ გზამკვლევს. მინდა ავღნიშნო, რომ ორივე სერია სრულად და დეტალებში მოიცავს მასალას, განსხვავება არ არის იმდენად კონცეპტუალური, რამდენადაც თავად წიგნის სტრუქტურა და სტილი. ორივე სერია ავსებს ერთმანეთს. აი  წიგნებიც:

Self-Study:

Interconnecting Cisco Network Devices, Part 1 (ICND1): CCNA Exam 640-802 and ICND1 Exam 640-822, 2nd Edition

Interconnecting Cisco Network Devices, Part 2 (ICND2): (CCNA Exam 640-802 and ICND exam 640-816), 3rd Edition

Exam Certification Guide:

CCENT/CCNA ICND1 Official Exam Certification Guide (CCENT Exam 640-822 and CCNA Exam 640-802), 2nd Edition

CCNA ICND2 Official Exam Certification Guide (CCNA Exams 640-816 and 640-802), 2nd Edition

გარდა ამისა არსებობს შემდეგი ვიდეო გაკვეთილები,  CBTnuggets და TrainSignal

ყველა მასალა არის ხელმისაწვდომი ტორენტებსა და ვარეზ საიტებზე.

კურსები:

თბილისში არსებობს რამოდენიმე კურსი: IT Knowledge, DeltaLearning, grena (ფუნქციონირებს ცისკოს აკადემია). ფასები და კურსის ხანგრძლივობები განსხვავებულია. ასე რომ დაუკავშირდით ყველას და აირჩიეთ თქვენთვის მორგებული კურსი.

სიმულატორები:

რადგან პრაქტიკული გამოცდილება სასიცოცხლოა როგორც გამოცდისთვის ასევე რეალური ცხოვრებისთვის, არსებობენ ცისკოს სიმულატორები, სადაც შეგიძლიათ ააგოთ ქსელები ცისკოს ტექნიკის უქონლობის მიუხედავად.

ესენია Cisco Packet Tracer და GNS3. პირველი წარმოადგენს ცისკოს ოფიციალურ სიმულატორს CCNA -სთვის, ფუნქციები შეზღუდულია და ბევრი რამე არ მუშაობს. მიუხედავად ამისა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და საკმარისი. რაც შეეხება GNS3 -ს, ეს პროგრამა ახდენს ცისკოს რეალური ოპერაციული სისტემის IOS -ის სიმულაციას, ამიტომ თითქმის ყველა ფუნქცია მუშაობს და შესაბამისად დიდ სისტემურ რესურსებსაც მოითხოვს.

წარმატებებს გისურვებთ CCNA -სკენ მიმავალ გზაზე!


GNS3 0.7RC1

December 6, 2009

გამოვიდა Cisco IOS -ის გრაფიკული სიმულატორის GNS3 -ის ახალი ვერსია. მასში დამატებულია JunOS -ის(ჯუნიპერის ოპერაციული სისტემა) მხარდაჭერა.


საქართველოს პირველი დონის ახალი დომენი

December 5, 2009

მალე შესაძლებელი გახდება ახალი ქართულენოვანი დომენით სარგებლობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული .GE დომენი 1992 წლიდან მოქმედებს. ახალი დომენი არჩეული უნდა იყოს ქვეყნის შიგნით, ამისათვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია აწარმოებს გამოკითხვას, სადაც შეძლებთ ხმა მისცეთ არსებულ ვარიანტებს ან მიუთითოთ საკუთარი. უფრო მეტი ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი დომენი არ შეცვლის არსებულ  .GE -ს, არამედ იქნება ამ უკანასკნელის ალტერნატივა.